"რუსეთი: ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გამოცდილება" - ლევან ლორთქიფანიძის ლექცია

Published: 01 January 1970
on channel: Caucasian House
877
20

🏠 30 მარტს, 17 საათზე "კავკასიური სახლის" იორგ ჰენლეს აუდიტორიაში პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია "რუსეთი - ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გამოცდილება".

♦ ლექციის მიმდინარეობის დროს პოლიტოლოგმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ტრანსფორმაციის პოსტსაბჭოთა გამოცდილებაზე, ისაუბრა საპარლამენტო ინსტიტუტების დისფუნქციურობის მიზეზებზე, გამოკვეთა რუსული ავტორიტარიზმის მთავარი მახასიათებლები.

ℹ ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:

ლევან ლორთქიფანიძე (დ. 11 ოქტომბერი, 1992, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტიების მკვლევარი, შედარებითი პოლიტიკის ლექტორი და მემარცხენე აქტივისტი, 2010-იან წლებში საქართველოში მოქმედი რამდენიმე სოციალისტური და მწვანეთა მოძრაობის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი (2014-2018).

2016 წლიდან მუშაობს „კავკასიურ სახლში“. 2016-2022 წლებში გახლდათ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორი და პროექტ „კულტურის კალენდრის“ კურატორი, ეკავა ჟურნალ „აფრას“ საზოგადოებრივი განყოფილების რედაქტორის თანამდებობა, პროექტ „ინტერნეტდღიურის“ ეგიდით ხელმძღვანელობდა პროგრამას „საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივა“, მუშაობდა საკვირაო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგად, არის „კავკასიური სახლის“ გამომცემლობაში დასტამბული რამდენიმე წიგნის რედაქტორი და ავტორ-შემდგენელი. გახლდათ „კავკასიური სახლის“ მშვიდობის პროგრამის არაერთი ინიციატივის მონაწილე. 2018 წელს აირჩიეს „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრად. 2022 წლის ზაფხულიდან არის „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე.

კითხულობს ლექციებს თსუ-სა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.


Watch video "რუსეთი: ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გამოცდილება" - ლევან ლორთქიფანიძის ლექცია online without registration, duration hours minute second in high quality. This video was added by user Caucasian House 01 January 1970, don't forget to share it with your friends and acquaintances, it has been viewed on our site 877 once and liked it 20 people.