📅 2023 წლის 22 მარტს, "კავკასიურ სახლში" პროექტ "კულტურის კალენდრის" ეგიდით გაიმართა შეხვედრა ცნობილ ქართველ მთარგმნელთან და გერმანისტთან - ბ-ნ ლაშა დადიანთან.
👨🎓 ბ-ნი ლაშა დაიბადა 1949 წელს ქალაქ მარტვილში, ორი წლის ასაკში კი მისი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
⬛ 1971 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული განყოფილება, გერმანულ ენაზე დაიცვა თეზისი თომას მანის შემოქმედების შესახებ.
🟥 1972-1978 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხო ენების განყოფილებაში გერმანული ენის მასწავლებელად.
🟨 1976-79 წლებში გახლდათ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანამშრომელი, იგი ოპერის გადამწვარი შენობის აღდგენაზე მომუშავე დასავლეთ გერმანელი მშენებლებისა და არქიტექტორების თარჯიმნად მსახურობდა.
⬛ 1994 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობს "კავკასიურ სახლთან", ჩვენს ორგანიზაციას გამოცემული აქვს მის მიერ თარგმნილი არაერთი პუბლიკაცია, ლაშა დადიანი წლების განმავლობაში იყო კავკასიური სახლის შაბათ-კვირის მრავალეროვანი სკოლის გერმანული ენისა და ჭადრაკის პედაგოგი.
🟥 გახლავთ 25-ზე მეტი წიგნისა და ასობით სტატიისა თუ პუბლიკაციის მთარგმნელი. მის კალამს ეკუთვნის გიორგი გურჯიევის, გიუნთერ გრასის, ელფრიდე ელინიეკის, ტიტე მარგველაშვილისა და სხვათა ქართულენოვანი გამოცემები.
🟨 ამჟამად მუშაობს გიორგი გურჯიევის მთავარი თხზულების "ბელზებელის ნაამბობი თავისი შვილიშვილისათვის" აკადემიურ თარგმანზე.
Watch video დიალოგი ლაშა დადიანის მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ online without registration, duration hours minute second in high quality. This video was added by user Caucasian House 01 January 1970, don't forget to share it with your friends and acquaintances, it has been viewed on our site 369 once and liked it 17 people.