რუსთავის საბჭოთა მემკვიდრეობა - პატარა ქალაქის დიდი ამბები / ინტერვიუ პროფესორ თეა ქამუშაძესთან

Published: 01 January 1970
on channel: Caucasian House
386
9

ცო­ტა ხნის წინ, რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა გრან­ტის ფარ­გლებ­ში და­ის­ტამ­ბა წიგ­ნი — „რუს­თა­ვის საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ობა — პა­ტა­რა ქა­ლა­ქის დი­დი ამ­ბე­ბი“. იგი წარ­მო­ად­გენს პოს­ტინ­დუს­ტრი­ული ქა­ლა­ქის ან­თრო­პო­ლო­გი­ურ კვლე­ვას. წიგ­ნი მო­იც­ავს ავ­ტო­რის, თეა ქა­მუ­შა­ძის რუს­თა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მი­სი კვლე­ვის ათ­წლი­ან თავ­გა­და­სა­ვალს.
თეა ქა­მუ­შა­ძე თსუ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რი და ჯი­პას ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რია. პირ­ვე­ლად რუს­თავს ის 2011 წელს ეს­ტუმ­რა და იმ­ის შემ­დეგ იგი მი­სი ქა­ლა­ქი, მი­სი აკ­ად­ემი­ური და პი­როვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად იქ­ცა.

წიგ­ნი „რუს­თა­ვის საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ობა — პა­ტა­რა ქა­ლა­ქის დი­დი ამ­ბე­ბი“ — მო­იც­ავს რუს­თა­ვის სა­ხის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სის კვლე­ვას. მას­ში გან­ხი­ლუ­ლია, თუ რო­გორ მოხ­და კო­მუ­ნის­ტე­ბის მი­ერ მი­სი წარ­დგე­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის და შემ­დგომ მი­სი ტრან­სფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი პოს­ტკო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში. წარ­მოდ­გე­ნილ კვლე­ვა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს კო­მუ­ნის­ტებ­მა, რუს­თა­ვის ინ­დუს­ტრი­ის მშე­ნებ­ლო­ბას­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის წა­კითხვის ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა — ნა­ცი­ონ­ალ­ური და ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ური. ქა­ლა­ქის ამ ხედ­ვე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად კი რე­ჟი­მი სხვა­დას­ხვა აქ­ტო­რებ­სა და ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტს მო­იხ­მობ­და. სის­ტე­მა ურ­ბა­ნუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბის მეშ­ვე­ობ­ით ქა­ლა­ქის ძლი­ერ მხა­რე­ებს წარ­მო­აჩ­ენ­და და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მის გან­სა­კუთ­რე­ბულ სტა­ტუსს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. კო­მუ­ნის­ტე­ბის მი­ერ აღ­ორ­ძი­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ული ქა­ლა­ქი, ამ­ავ­დრო­ულ­ად, ქვეყ­ნის მო­დერ­ნუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ უნ­და ქცე­ულ­იყო. რუს­თა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს სი­ამ­აყ­ედ გა­მოცხად­და. არ დარ­ჩე­ნი­ლა მა­შინ­დელ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­აში ად­ამი­ანი, რო­მელ­საც თა­ვი ვალ­დე­ბუ­ლად არ ჩა­ეთ­ვა­ლა და ქა­ლა­ქი რუს­თა­ვი სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით არ გა­ნე­დი­დე­ბი­ნა.

ამ ყვე­ლაფ­რის სა­პი­რის­პი­როდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დგომ, ქა­ლა­ქის მდგო­მა­რე­ობა არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა, ქარ­ხნე­ბის ქა­ლაქ­ში მა­სი­ურ­მა უმ­უშ­ევ­რო­ბამ და­ის­ად­გუ­რა. წარ­მოდ­გე­ნე­ბი ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალ­ზე მწა­რე რე­ალ­ობ­ით შე­იც­ვა­ლა, რა­მაც ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა გა­და­ფა­სე­ბის სა­კითხი და­აყ­ენა. მათ შო­რის კო­მუ­ნის­ტე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ­მა ნა­ცი­ონ­ალ­ურ­მა ნა­რა­ტი­ვებ­მა (შო­თა რუს­თა­ვე­ლი რომ ამ ქა­ლა­ქი­დან იყო) და­კარ­გა და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა, ხო­ლო ქა­ლა­ქის მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი იმ­იჯი (ორ­მო­ცი ძმის ქა­ლა­ქი) აღ­არ იყო მიმ­ზიდ­ვე­ლი.
წიგ­ნში თა­ნა­მედ­რო­ვე რუს­თა­ვის მდგო­მა­რე­ობა გან­ხი­ლუ­ლია რო­გორც ქა­ლა­ქი­სათ­ვის იდ­ენ­ტო­ბის ძი­ებ­ის პრო­ცე­სი. წიგ­ნის მე­ხუ­თე თავ­ში — „რუს­თა­ვის წარ­სუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა“ შე­და­რე­ბუ­ლია პო­ლო­ნე­თის სო­ცი­ალ­იზ­მი­სათ­ვის ემ­ბლე­მა­ტურ ნო­ვა ჰუ­ტას გა­მოც­დი­ლე­ბას­თან.

წიგნის რედაქტორი: ქეთევან ხუციშვილი

დაწვრილებით იხ. ბმული: https://bit.ly/3SQT3Bv

#რუსთავი


Watch video რუსთავის საბჭოთა მემკვიდრეობა - პატარა ქალაქის დიდი ამბები / ინტერვიუ პროფესორ თეა ქამუშაძესთან online without registration, duration hours minute second in high quality. This video was added by user Caucasian House 01 January 1970, don't forget to share it with your friends and acquaintances, it has been viewed on our site 386 once and liked it 9 people.