აირია!
ყველაფერი აირია,
გულს გაუღებ?
შემოვლენ და გაივლიან....!
თუ აჩუქებ-
უყოყმანოდ გაჰყიდიან!
სიყვარულს კი
სიძულვილში გაგიცვლიან.,..!
სითბოს მისცემ?
სიყალბეში ჩაგითვლიან,
შეცდომებს კი
სათითაოდ დაგითვლიან...
შემიძლია,
გაღიმებაც შემიძლია!
ტკივილებს თუ სიხარულით
შემიცვლიან,
გულზე ლახვარს
არასდროს თუ არ
ჩამცემენ,
მე ბოლომდე, ერთგულება
შემიძლია!
გააციეს, სიყვარულიც
გააციეს
და მარტივად საგულედან
გააცილეს,
ნეტავი მეც ყველაფერი
შემძლებოდა,
და ჩემთვისაც მიტოვება
გაადვილდეს,
დამივიწყეს, წავიდნენ და
დამივიწყეს,
ჩემი სითბო, სიყვარული
გამირიყეს,
მღალატობდნენ და
თვალებში მიყურებდნენ,
უფალი და ღვთისმშობელი
დამიფიცეს..
გამიკვირდეს? რაღა უნდა
გამიკვირდეს!
ჩემი გული სათითაოდ
გამიყიდეს!
ოცდაათიც არ დასჭირდათ
ოქრო-ვერცხლი,
კაპიკებად და გროშებად
დამიბნიეს..
ვაპატიო? ყველაფერი
ვაპატიე,
გულში მაინც სიყვარული
ჩავატიე,
დრო გავა და მოსასვლელი
მაინც მოვა,
თავდახრილი გეტყვის
ბოლოს
მ ა პ ა ტ ი ე !
ანი ნოზაძე
Смотрите видео აირია!ყველაფერი აირია,გულს გაუღებ?შემოვლენ და გაივლიან....! ანი ნოზაძე онлайн без регистрации, длительностью часов минут секунд в хорошем качестве. Это видео добавил пользователь Beso Mikava 12 Апрель 2023, не забудьте поделиться им ссылкой с друзьями и знакомыми, на нашем сайте его посмотрели 351 раз и оно понравилось 9 людям.